logo
ENG


ხაბეიშვილი: ღიაობაზე საუბრისას წარმოუდგენელია, მოსამართლემ თქვას, გადამოწმება არ შეიძლებაო
  • 477ნახვები

ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე არ იყოს, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ინვესტიციები. ის, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს, ამისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი სასამართლო. ის, რომ თავისუფალი სასამართლო არ არის ქვეყანაში, ამაზე საუბრობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამიტომ, ქართველი ხალხი კარგად ხედავს, გრძნობს, უყურებს იმ ყოველდღიურ რეალობას, რა რეალობაშიც უწევს ცხოვრება და გაჭირვება პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანაში უბრალოდ სასამართლო სისტემა არ არსებობს, სადაც ინვესტორი შემოიტანს ინვესტიციას.

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, რომ თურმე, ასიათასობით ლარის ქონება რომ შეიძინა მურუსიძემ, არ უნდა ვკითხოთ. სხვათა შორის, პანდემიის პირობებში, ნახევარ მილიონ ლარამდე ქონება იყიდა.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

11 მარტს, უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა