logo
ENG


პოდოლიაკი ტერაქტზე: საშინელი ისტორიაა, მაგრამ უკრაინას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს
  • 443ნახვები

ყველა ტერორისტულ აქტს სჭირდება გამოძიება. ეს საშინელი ისტორიაა, მაგრამ უკრაინას ამასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. არსებობს კონკრეტული ფაქტები ვინ და როგორ ჩაიდინა ეს ტერაქტი.ბევრმა უკვე მიიღო ამ საკითხზე პასუხი და ის, რომ ისინი მიდიოდნენ თურმე უკრაინის მიმართულებით, სისულელეა. პირიქით, ბელარუსის საზღვართან იყვნენ დაკავებული. საზღვრამდე 16 კმ იყო დარჩენილი... წარმოიდგინეთ, იმ საზღვართან მისვლა, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა და ათასობით ძალოვანი იმყოფება, ეს სრული აბსურდია...

ეს ტერაქტი რომ უკრაინას მიაბა, შესაძლებელია მხოლოდ პროპაგანდისტული კამპანიის ჩარჩოებში. მესმის პუტინის მოტივაცია, იგი იმყოფება ანტიუკრაინულ ისტერიაში და ვერ იტანს ვერაფერს, რაც უკრაინასთანაა დაკავშირებული. მარსიდან რომ ჩამოსულიყვნენ დედამიწაზე, ამასაც უკრაინას მიაბამდა. ( რა თქმა უნდა, სარკაზმით ვამბობ).

თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილო პოდოლიაკმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

[სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა