logo
ENG


წულუკიანი ივანიშვილზე: მადლობა იმ ადამიანს, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია
  • 363ნახვები

მინდა, ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ დღეს არ არსებობს ჩემთვის უფრო საპატიო მისია, ვიდრე თქვენთვის მადლობის თქმა. თქვენთვის, ვინც 2012 წლიდან და შემდგომ წლებში დადექით ამ პარტიის გვერდით და, შესაბამისად, იმ ღირებულებების აღსასრულებლად, რომლებსაც ქართულმა ოცნებამ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარეს საფუძველი.

მადლობა ამისთვის. მადლობა ჩვენს ახალ წევრებს და განსაკუთრებით, ჩვენზე უმცროს გოგონებს და ქალებს, ვინც დღეს აქ არიან და ვინც შემოგვყურებს იმედით, იცოდეთ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ცხოვრება რთულია, ამას ჩვენი ბებიებიც გვეუბნებოდნენ და ქალის ცხოვრება კიდევ უფრო რთულია, მაშინაც კი, როდესაც ხარ ბედნიერი. ამიტომ იცოდეთ, ვინც ჩვენზე უმცროსები ხართ, რომ ჩვენ აქ ვართ თქვენთვის და თუ რამე შეგვიძლია, თქვენ გვერდით გვიგულეთ.

ჩვენ, ყველამ ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ, ვიცავთ თავს და ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, უკვე მერამდენე წელია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა