წლების განმავლობაში ხდებოდა სასამართლო სისტემის, მოსამართლეების სტიგმატიზაცია. ტერმინიც მოიფიქრეს ამ მიზნით, ეს იყო კლანი და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური სტილის პროპაგანდა, რასაც სამწუხაროდ, უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ საქართველოში. საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს და უნდა დაუპირისპირდეს სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში რადიკალურად შეიცვალა ვითარება, როდესაც სასამართლო იყო სწორედ ამ უცხოური გავლენების აგენტების ხელში, მაშინ ეს ინსტიტუტი გამოიყენებოდა როგორც ადამიანების ჩაგვრის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. დღეს ეს უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ კამპანიას, იმ სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც ფუნდამენტურად გარდაიქმნა 2012 წლის შემდეგ. ეს საბჭოური სტილის პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი პირადად ჩემთვის.
როდესაც საუბარია სასამართლო სისტემაზე, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და უნდა ისაუბროს ფაქტებით. დღემდე ჩვენ ვერ ვისმენთ ფაქტებს და ამიტომ უწევთ საბჭოური სტილის კამპანიების წარმოება სასამართლოს წინააღმდეგ ყოველგვარი ფაქტების, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. ეს არის სწორედ საბჭოთა სტილი. სამწუხაროა, რომ ასეთი საბჭოური სტილის კამპანიები წარმოებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც 2012 წლამდე სასამართლო ადამიანების ჩაგვრის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქციეს.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.