logo
ENG


ვაშაძე: ამ სასამართლოთი, ელიტური მმართველობით და კორუფციით EU-ში ვერ შევალთ
  • 428ნახვები

ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება - გინდათ ევროკავშირი? გინდათ, რომ იყოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო? მაშინ მიხედეთ სასამართლო სისტემას. აქეთ გვყავს ივანიშვილის პარტია, რომელიც ჩაბღაუჭებულია კლანს და ამბობს, რომ არა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესების დაცველი მოსამართლეები.

თუ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, ამ სასამართლოთი ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. ამ ელიტური მმართველობით და ელიტური კორუფციით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. ივანიშვილის პარტიის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რას გვეუბნება ევროკავშირი. აქ არის საუბარი იმაზე, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, სადაც ინვესტიციები შემოვა, სადაც სამუშაო ადგილები შეიქმნება.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა