logo
ENG


ვაშაძე: ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას
  • 391ნახვები

ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას.

უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის.

აქვე ვიტყვი, მაშინ, როდესაც ქალბატონები ტოვებენ შვილებს და ოჯახებს სამუშაო ადგილების არქონის და მაღალი ფასების გამო, უტოპიურია ასეთი რეალური პრობლემისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში დაყენება.

ამბობს გამარჯვების კოალიციის ლიდერი და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა, რასაც ქართული ოცნება მხარს უჭერს. გირჩს სურს, ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნას მიღებული. 



ასევე ნახეთ
close დახურვა