logo
ENG


წითლიძე: მაშინ, როცა მაღალჩინოსნები მდიდრდებიან, სკოლებში ბავშვების უმეტესობა ვერ იკვებება
ანა წითლიძე
02 აპრ, 2024 14:36
წითლიძე: მაშინ, როცა მაღალჩინოსნები მდიდრდებიან, სკოლებში ბავშვების უმეტესობა ვერ იკვებება
  • 292ნახვები

რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილის პარტიის კორუმპირებულმა თავმჯდომარემ, ორჯერ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს გამოგვიცხადა, რომ მისი პენსიონერი მამა რამდენიმე ათეული მილიონის მფლობელი გამხდარა. ამ განცხადებით ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, რომ ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანი 2012 წლიდან დღემდე, იყო ტოტალური კორუფცია, ვიწრო წრის გამდიდრება საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე.

ივანიშვილის პარტიის 12 წლის მანძილზე ჩვენ მივიღეთ ორი საქართველო - კოლექტიური ღარიბაშვილები, რომლის ოჯახის წევრებიც საეჭვოდ მდიდრდებიან და მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყანას ტოვებენ უმუშევრობის გამო. ქვეყანას ტოვებენ გაძვირებული ფასების გამო, მიდიან ემიგრაციაში და იქიდან ცდილობენ საკუთარი შვილების რჩენას. მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტიის მაღალჩინოსნები მდიდრდებიან, მე მინდა გაგაცნოთ, საქსტატის 2023 წლის მონაცემები ბავშვებზე. საქსტატის მონაცემების მიხედვით, სკოლებში, ბავშვების 72%-ზე მეტი არასოდეს, იშვიათად, ან მხოლოდ ზოგჯერ იკვებება. 89% ვერ დადის ხელოვნების წრეებზე, 87% ვერ დადის სპორტულ წრეებზე. 63,7% განიცდის მატერიალურ ან სხვა სახის დანაკლისს, 16%-ს ხელი არ მიუწვდება წიგნებზე. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანას კორუფციით გამდიდრებული მდიდარი ელიტა მართავს და მე ახლა მინდა, ვკითხო უმრავლესობის წევრებს - რა გახდა უფასო კვების პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში, როდესაც ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებს სკოლებში შიათ.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა