logo
ENG


კუბილიუსი რუსულ კანონზე: ადასტურებენ, რომ არ აქვთ წითელი ხაზი, ყველაფერზე არიან წამსვლელები
  • 419ნახვები

ეს იგივე რუსული კანონია, რომელიც ცოტა ხნის წინ უკან გაიწვიეს, რადგან ქართული საზოგადოებიდან ამას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ახლა საკითხავია, რატომ შემოაქვთ ისევ უკან. შესაძლოა, ეს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს და ახლა პოლარიზაციის გაზრდა სჭირდებათ. გარდა ამისა, ამით ისინი ადასტურებენ, რომ არ აქვთ არანაირი წითელი ხაზი და ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები.

ქართული ოცნების განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით - ეს არის სიძულვილის ენა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიმართ, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, აშშ-ის მიმართ და ა.შ. ეს რეალურად კრემლის ენაა ამით ქართული ოცნება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს, რასაც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია ექნება.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მთავარი არხის ეთერში. [სინქრონული თარგმანი]

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა