პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე, ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება პასუხი არის ერთი და მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში.
ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები. ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა, მიშას დაბრუნება - ეს ყველაფერი უკვე მითებია, რითაც უნდათ შეაშინონ საზოგადოება, რეალობაა, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი.
ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე და ამისთვის უდიდესი მობილიზაციაა საჭირო - არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც არეულობა. აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. რამდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ერთი დროშის, ევროპული დროშის ქვეშ.
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასაახლეში გამართულ ბრიფინგზე. ოცნება რუსულ კანონს პარლამენტში ხელახლა აინიცირებს.