logo
ENG


ფოტიგა რუსულ კანონზე: ოცნება არჩევნების წინ ხალხის დაყოფას, ზეწოლას ცდილობს
ანა ფოტიგა
03 აპრ, 2024 17:12
ფოტიგა რუსულ კანონზე: ოცნება არჩევნების წინ ხალხის დაყოფას, ზეწოლას ცდილობს
  • 1370ნახვები

როგორც მახსოვს, ზუსტად 1 წელი და 1 თვე გავიდა ქართველი ხალხის მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან, რასაც მოჰყვა ამ კანონის უკან გაწვევა. ჩემი აზრით, სიტუაცია არ შეცვლილა, ქართველი ხალხის აზრი იგივეა. მმართველი პარტია არჩევნების წინ ცდილობს ხალხის დაყოფას, ცდილობს მოახდინოს ზეწოლა და ძირი გამოუთხაროს იმას, რაც უკვე მიღწეული და შეფასებულია საერთაშორისო გაერთიანების მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ძალიან დასანანია.

საზოგადოების დაყოფა ყოველთვის რუსეთის მიზანია და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ხელისუფლებისთვის და ხალხისთვის, რომელმაც ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ვიდრე ერთხელ უკვე გაკრიტიკებულ და ხელახლა შემოთავაზებულ იდეებზე. ჩვენი ქმედებები დამოკიდებულია ხალხზე და ხალხის ნებაზე. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო ქართველი ხალხის წარმატება. ევროკავშირის შეფასებაში სწორედ ქართველი ხალხის ნებამ გაიმარჯვა. ჯერ არ ვიცით, რა იქნება ბოლო ნაბიჯები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც უკან წაიღებენ ამ გადაწყვეტილებას.

გულწრფელად ვურჩევდი მთავრობას, რომ იყოს ამ საკითხის მიმართ უფრო ფრთხილი. რეაქცია უკვე გამოხატა ქართველმა ხალხმა 1 წლის წინ. ვიცით, რომ არის ხალხი ვისაც სურს დესტაბილიზაცია საქართველოში და ეს სვლა არაგონივრული იყო.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ფორმულასთან საუბრისას.

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა