logo
ENG


ხაბეიშვილი ოცნებაზე: მათი გზავნილი არის ღია - არ უნდათ ევროკავშირის წევრობა
  • 5371ნახვები

ივანიშვილის მთავარი ამოცანა, კარგად ესმის უკვე ყველას 12 წლის თავზე, რომ არის მხოლოდ დაპირისპირების გაღვივება. წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღეც კი ვერ მოითმინეს, რომ ისევ ხელახლა შემოიტანეს ეს კანონი, რომელიც მინიმუმ, ხელშემშლელია ევროკავშირისკენ გზაზე. 

მათი გზავნილი არის ღია, დაუფარავი - მათ არ უნდათ ევროკავშირის წევრობა. არ უნდათ საქართველოს მოქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობა, არ უნდათ, რომ საქართველო იყოს წარმატებული და ყველაფერს აკეთებენ ამ გზაზე. მათ ახლა ზუსტად იციან, რომ პრობლემები აქვთ, იციან, რომ ხელისუფლებას დაკარგავენ, ხალხზე არ უფიქრიათ ამ 12 წლის განმავლობაში და ახლა ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ საქართველოსა და მოქალაქეების ინტერესები. ეს არის მიზანმიმართული საქციელი. 

ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ფორმულასთან ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა