logo
ENG


ბოკერია: რუსული რეჟიმი მორალური სიცხადით და დემოკრატიული გზით უნდა ჩამოვიშოროთ
გიგა ბოკერია
03 აპრ, 2024 22:06
ბოკერია: რუსული რეჟიმი მორალური სიცხადით და დემოკრატიული გზით უნდა ჩამოვიშოროთ
  • 456ნახვები

ივანიშვილისთვის ქვეყნის თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ქვეყნის დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნა ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია. ძალაუფლების შენარჩუნებასა და ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნას შორის ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველ ჯერზე ძალაუფლების შენარჩუნებას აირჩევს ჩვენი მომავლის ღალატის ხარჯზე. ეს რეჟიმი ჩვენი მტრის, რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კანდიდატის სტატუსის მიღება არანაირი შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა ივანიშვილის რეჟიმისთვის.

ერთადერთი სწორი დასკვნა, რაც უახლესი წარსულიდან უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ ცხადი, თანმიმდევრული გზავნილებით ვესაუბროთ საზოგადოებას და აღარ მივცეთ რეჟიმს სტრატეგიული ბუნდოვანების გამოყენების შესაძლებლობა, რათა პროდასავლური ამომრჩევლის ნაწილის ხელით განაგრძოს ანტიდასავლური, ანტიქართული საქმის კეთება.

მთელმა პოლიტიკურმა და სამოქალაქო სპექტრმა უნდა შეწყვიტოს ამ რეჟიმის პირობებში ჩვენი ქვეყნის დასავლურ სამყაროში დაბრუნების შანსებზე ილუზიის კულტივირება და ერთმნიშვნელოვანი და ცხადი უნდა გავხადოთ საზოგადოებისთვის, რომ რუსული რეჟიმის შინაარსი და პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს თავისუფალ, უსაფრთხო, დასავლურ, ევროპულ მომავალთან.

აქვე, არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ვითარების შემოტრიალება მხოლოდ ჩვენი დასავლელი მეგობრების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების შიგნით გარდატეხის გარეშე .

ჩვენი ისტორიული მისიის შესასრულებლად და ამ ქვეყნის თავისუფლების სამშვიდობოს გასაყვანად, რუსული რეჟიმი მორალური სიცხადით და დემოკრატიული გზით უნდა ჩამოვიშოროთ.

წერს ევროპული საქართველოს ლიდერი Facebook გვერდზე. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა