logo
ENG


ზარქუა ოდიაშარიაზე: კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინიათ ოჯახში?
  • 795ნახვები

ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაცა თქვა, არმოსაწონი, ბუნებრივია, გამოვიდა მერე, დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა. თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას, ხმა ამოგიღიათ? დაგიგმიათ პირდაპირ ეთერში? აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ, სპეკულანტობთ ყველაფრით. ვითომ, შეშფოთდნენ აქ. 

კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინიათ ოჯახში ან ისე პრივატულად გამწარებულზე. 

ასე ცდილობს ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა თანაგუნდელის, ბექა ოდიშარიას გამართლებას, რომელმაც ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელი და უხამსი რეპლიკები გამოიყენა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა