logo
ENG


ოდიშარია: გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინც თავზე იღებ - გიხარია? მაზოხიზმია?
  • 445ნახვები

გუშინ, ჭიქაში ატეხილი ეს ქარიშხალი ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ განვმარტე, რომ აბსოლუტურად არ იყო კავშირში ქალთა კვოტირებასთან და არ იყო დაკავშირებული ჩემი თუნდაც პირად სივრცეში წარმოთქმული ბრაზი ამ საკითხთან - ეს არის ტყუილი, რომელიც ტირაჟირებულია პარტიული ტელევიზიების მიერ აქტიურად...

კი ბატონო, ყველა შემთხვევაში მე ვთქვი ის, რაც ვთქვი და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ღირსების საკითხი იყო და რაც მთავარია, განვუმარტე იმ ადამიანებს ვინც აქ ბრძანდებიან, ჩემთვის ძვირფას საზოგადოებას. რა არის ეს, რა სინდრომი ჰქვია ამას, გეუბნები, რომ შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინცდამაინც, საკუთარ თავზე რომ იღებ, გიხარია? რავიცი, მაზოხიზმია? პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე, რა. გასაგებია, რომ არაფრად ადარდებთ, რა ითქვა და რა არ ითქვა, ეს არის კიდევ ერთი შანსი ფუთფუთის, ტივტივის, პოლიტიკური დღის წესრიგის გახანგრძლივების. კარგი, 2,3,4 დღე, 1 კვირა, კი ბატონო...

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

გუშინ, 3 აპრილს, უმრავლესობის წევრმა ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა