logo
ENG


ბოკუჩავა: რუსული კანონი რომ გასულიყო შარშან, დღეს საქართველოს სტატუსი არ ექნებოდა
  • 342ნახვები

ეს რუსული კანონი, რომელიც ერთხელ ჩავარდა და რომ არ ჩავარდნილიყო და ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ამას ყოველთვის ხაზი გავუსვათ, საქართველო კანდიდატის სტატუსს ნამდვილად ვერ მიიღებდა. იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს ის განცხადებები, რასაც აკეთებდა მაშინ ევროკავშირი. რუსული კანონი რომ გასულიყო მაშინ, დღეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ექნებოდა. ამ თვალსაზრისითაც აუცილებელად ხაზი უნდა გავუსვათ, რომ დიახ, ეს არის მათ შორის მარტის აქციების და ქართველი ხალხის მონაპოვარი, რომ დღეს საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი.

მაგრამ იმისთვის, რომ ახლა მოვახდინოთ კანდიდატის სტატუსის ინსტრუმენტალიზაცია, გამოვიყენოთ და ის არ დარჩეს მხოლოდ სტატუსი და მხოლოდ ფარატინა ქაღალდი, ამისთვის აუცილებელია, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გადასვლის პროცესს ყოველდღიურად აფერხებს ივანიშვილის პარტია.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ფორმულასთან საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა