logo
ENG


ოცნების დეპუტატი ბითაძე: ღირსებით ვივლით EU-ის გზაზე - მოდით, დამარეპორტეთ!
მაია ბითაძე
08 აპრ, 2024 13:46
ოცნების დეპუტატი ბითაძე: ღირსებით ვივლით EU-ის გზაზე - მოდით, დამარეპორტეთ!
  • 616ნახვები

მივმართავ ყველა ვითომ ოპოზიციონერს და ყველას ვინც იბრალებს რომ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედიაა!!

თქვენ გავიწყდებათ როგორც საქართველოს ისტორია, ასევე გავიწყდებათ ვინ არის და რა შეუძლია ქართველ ერს.

ჩვენ ვართ ერი, ვინც საუკუნეების განმავლიბაში გაუძლო სახელმწიფოებრიობის დანგრევას, ვინც გაუძლო საბჭოთა კავშირს, ჯერ სტალინის და დამოუკიდებლობის შემდეგ ნაცების დიქტატურას, ჩვენ ვართ ერი, ვისაც ვერ წაართვეს ენა, ვერ ათქმევინეს უარი სარწმუნოებაზე, ღირსებაზე და ადამიანურ ღირებულებებზე.

ჩვენ ვართ თაობა!!! ვინც გაუძლო 90 იანებს, ძმათა ომს, დევნილობას და ბომბებს სამშობლოს თავზე.

და თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს მოატყუებთ და დაარწმუნებთ, რომ არის სადღაც ვინმე უცხოელი ვინც უფრო კარგად იცის რა ჭირდება ამ ქვეყანას? იმ უცხოელს, ვისაც სისხლით არ მოუპოვებია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა?!

1. ლოზუნგით ყველა ციხეში - გვისმენდით, გვიჭერდით, ქონებას, ღირსებას და სიცოცხლეს გვართმევდით;
2. ჩარეცხილებს გვეძახდით;
3. ჩვენ ტერიტორიებს რუსეთს აბარებდით;
4. სტრატეგიული ქონებას რუსებზე ყიდდით;
5. ომში მიგვათრევდით;
6.ესხმოდით თავს და ახლაც ესხმით ჩვენ ეკლესიას;
7. გვარწმუნებდით და გვარწმუნებთ რომ ქართველობა - ,,ტეხავს” და ვიღაცას უნდა მივბაძოთ!!!

ახლა გეუბნებით, როგორც ამერიკელმა, ისრაელის მოქალაქემ, ავსტრალიელმა და მალე ფრანგმა, სლოვაკმა, უკრაინელმა და ევროკავშირის ყველა ორგანიზამიამ უბრალოდ დაააადეკლარირეთ თქვენი დონორის დაფინანსებული შემოსავალითქო და რას აკეთებთ?!!!

1.ეძახით უცხოელს დასახმარებლად - წაართვი საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაციაო?!
2. გვიბლოკავთ პოსტებს და არეპორტებთ ორგანიზებულად;
3. ცენზურა შემოიღეთ
4. ატყუებთ მოქალაქეებს

თქვენ მართლა ხო არ ფიქრობთ გაგიტარებთ და გაპატიებთ იმის დანგრევას რაც თქვენ არ შეგიქმნიათ? თუ გგონიათ ჩვენი შვილების მომავალს დაგაზიანებინებთ?! ვერა და არა მეგობრებო!!! ზუსტად ისე ღირსებით და თანმიმდევრულად ვივლით ევროკავშირში წევრობის რთულ გზაზე, როგორც მივდიოდით და აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაჩენთ ძალიან დიდ შანს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს დედა სამშობლოში დაბრუნების სურვილი მეტად და მეტად გაუჩნდეთ! 

p.s. მოდით დამარეპორტეთ!

წერს Facebook-ზე ქართული ოცნების დეპუტატი მაია ბითაძე. [სტილი დაცულია]



ასევე ნახეთ
close დახურვა