რა თქმა უნდა, ლაზარე არის სიმბოლო ყველაფერი იმისი, რაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში, სასამართლოში, მთლიანად ქვეყანაში რა ვითარებაც არის. ეს არის ადამიანი, რომელიც შეარჩია რეჟიმმა, როგორც მსხვერპლი. მათი აზრით, იდეალური მსხვერპლი დემონიზებისთვის, სიძულვილის კამპანიისთვის. ყველამ, ვინც ნახა ევროპული საქართველოს და ჩვენი პარტნიორების პროექტი - ლაზარეს 12 მოციქული, დეტალებში იცის, რომ ბრალდება არის შეთითხნილი. მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული, რაშიც მას ბრალი ედება. უბრალოდ, მათ ჩათვალეს, რომ ასეთი უნდა იყოს მათი კამპანიის მსხვერპლი.
განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს იმართება. გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 28 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.