logo
ENG


ხაბეიშვილი: ქართველ ხალხს უნდა ევროპა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე
  • 361ნახვები

კანდიდატის სტატუსი, შესაძლოა, წაგვართვან. შესაძლოა, აღარ მიგვიღონ ევროკავშირში. ეს ხომ ის მოცემულობა და რეალობაა, რომელ რეალობაშიც ივანიშვილი გვაბრუნებს და დავსვათ მარტივი შეკითხვა. ეს კანონი ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას მარტივი რამის გამო - ე.წ. პატაკი, მათ ენაზე რომ ვთქვათ, ჩააბარონ რუსეთს. ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა. მათ უნდათ, რომ რაღაცნაირად დაგვსტრესონ, არ ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ დაპირისპირებულები. ამას ვერ მოესწრება ვერც ივანიშვილი და ვერც ჩვენი ქვეყნის მტრები. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა