logo
ENG


გუდკოვი: სტატუსი "უცხოელი აგენტი" შავი ლაქაა, ის გვაბრუნებს სტალინის დროში
  • 312ნახვები

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი კანონების მიღება. თვითონ სტატუსი "უცხოელი აგენტი", გახლავთ იარლიყი, შავი ლაქა, რომელიც გვაბრუნებს სტალინის დროში, როდესაც ხალხის მტრების გამოვლენა ხდებოდა. შემდეგ ნაბიჯი რუსეთში იქნება ისეთი სტატუსის გამოჩენა, როგორიცაა ხალხის მტრების ნათესავები, უცხოელი აგენტების ნათესავები, რომლებსაც ასევე ექნებათ ყველა შეზღუდვა.

უცხოეთის აგენტის სტატუსმა [რუსეთში] გაანადგურა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, დამოუკიდებელი პოლიტიკა, სტატუსმა შეუქმნა პრობლემები მუსიკოსებს, მხატვრებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ეს ხალხი გააძევა რეჟიმმა ქვეყნიდან, შეუძლია იმუშაო იმ პირობებში, როდესაც რეკლამის მომტანი შენთან ვერ მუშაობს, მომხმარებლები ვერ მუშაობენ შენთან... ამით პუტინმა მოიცილა ძალიან ბევრი კრიტიკოსი ქვეყნის შიგნით და ამით გააძლიერა საკუთარი ხელისუფლება.

ამბობს რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი ფორმულას ეთრეში რუსული კანონის საქართველოს პარლამენტში ინიციირებასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა