logo
ENG


კრამონი რუსულ კანონზე: ოცნებამ ისევ იცრუა, ეს შესაძლოა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი დაუჯდეს
  • 465ნახვები

ქართულმა ოცნებამ როგორც ყოველთვის იცრუა - ისინი დაჰპირდნენ, რომ არ შემოიღებდნენ იმ კანონს, რომლის გაუქმებაც 1 წლის წინ მოუწიათ, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. ეს არის ბოლო წლების განმავლობაში მმართველი პარტიის ანტიევროკავშირის და პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირის გზაზე საბოტაჟს და მოსკოვში ოლიგარქების ხელმძღვანელებისთვის დაკმაყოფილებას.

კანონპროექტის მიზანია მხოლოდ დემოკრატიის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციების უცხო აგენტებად შერაცხვა, შეილახოს მათი სანდოობა საზოგადოების თვალში და საშუალება მიეცეს ქართულ ოცნებას, დაუსჯელად გააგრძელოს ქართული დემოკრატიისა და ევროპული მომავლის ძირის თხრა. ზედმეტია იმის თქმა, რომ რუსი აგენტები, რომლებიც საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ და ქვეყანაში ფართოდ არიან წარმოდგენილნი, უფლებას მიიღებენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ფარული ოპერაციები გააგრძელონ.

კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიანიჭეს არა ხელისუფლების გამო, არამედ [ხელისუფლების] ამის მიუხედავად. ეს გადაწყვეტილება იყო ქართველი ხალხის გამბედაობის დამსახურება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად. EU-მა ცალსახად უნდა განუმარტოს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, რომ "რუსული კანონის" მიღებით, ქართული ოცნება მიზანმიმართულად ხურავს კარს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ, რადგან ამის მერე გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა ან ევროკავშირში ინტეგრაციის რაიმე სხვა ფორმა, არ იქნება...

ქართული ოცნება ჰპირდებოდა ევროპულ მომავალს, სანაცვლოდ კი რუსული კანონი ხელახლა დაარეგისტრირა. ისინი იტყუებიან როგორც ყოველთვის და ეს ტყუილი შესაძლოა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი დაუჯდეს. კანონი იქნება მიმართული პროდემოკრატიულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მაშინ როდესაც რუსი აგენტები (ნამდვილი საფრთხე საქართველოსთვის) აგრძელებენ დაუსჯელად მოქმედებას.

წერია ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში, რომელიც პოლიტიკოსმა X-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა