logo
ENG


სუხიშვილი: ვშიშობ, რომ ეს კანონი აზრს შეუცვლის ჩვენს მეგობარ ქვეყნებს საქართველოზე
  • 689ნახვები

საერთოდ, ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რატომ მოითხოვს ჩვენი ხელისუფლება ასე დაჟინებით ამ კანონპროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად 1 წლის წინ ეს კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგი და ამიტომ, გასაკვირია, რომ წელს ისევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის გატარების იდეა, რომელშიც არაფერია შეცვლილი, გარდა ერთი სიტყვისა, ამოღებულია სიტყვა აგენტი, თორემ პრინციპში, აბსოლუტურად იგივეა და ის ორგანიზაციები, რომლებიც მოექცევიან ამ კანონპროექტის ქვეშ, არ მიმაჩნია, რომ ისინი არიან უცხო ძალების და უცხო ქვეყნების ინტერესების მატარებლები, პირიქით, ზუსტად ისინი არიან, ვინც იცავს საქართველოს დემოკრატიულ გზას, სიტყვის თავისუფლებას და ასევე, კრიტიკული აზრის დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ დემოკრატიისთვის, რომლისთვისაც ჩვენ ვიღვწით და გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით საზღვარგარეთ, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობთ, ზუსტად იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები და არავითარი უცხო ძალა არ არიან. მე მგონი, ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ცოტა საფრთხე იქნება, რადგან ჩვენ გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი და მე ვშიშობ, რომ ეს კანონი აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე ჩვენს მეგობარ ქვეყნებს.

განაცხადა ანსამბლ სუხიშვილების დირექტორმა ნინო სუხიშვილმა ტვ პირველის ეთერში ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა