logo
ENG


სეფაშვილი შესაძლო სანქციებზე: თუ ვინმეს შეუზღუდავენ აშშ-ში წასვლას, არ მგონია ტრაგედია
  • 361ნახვები

რა თქმა უნდა, აშშ-ს აქვს სრული უფლება, თვითონ გადაწყვიტოს, თუ ვის დაასანქცირებს და ვის არა, თუმცა ამისათვის უნდა ჰქონდეს რეალური დასაბუთება და რეალური არგუმენტები. რეალური არგუმენტები მათ ხელთ არ გააჩნიათ, ვერანაირად ვერც ერთი საბუთით ვერ დაამტკიცებენ, რომ ეს კანონი რამენაირად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. ასე ჰაერზე, რა თქმა უნდა, ყველაფრის შეუძლიათ. ჩვენ ვიხილეთ ზუსტად მსგავსი, მოსამართლეების დასანქცირება, როდესაც მათ არავითარი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არ მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისათვის... რა ტრაგედია ესაა? არ მესმის. თუ გაინტერესებთ, მე ნამყოფი ვარ ამერიკაში, მას შემდეგ ათ წელზე მეტია გასული, უბრალოდ არ დამჭირვებია და აღარ ვყოფილვარ. რა ტრაგედია ეს არის, ვერ გავიგე.

თქვა უმრავლესობის წევრმა, ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა რუსული კანონის გამო შესაძლო სანქციებზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა