ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი და მარტივი მისახვედრია. ერთი წლის წინ ჩვენ მოვიგეთ ეს ბრძოლა, მთავრობამ დაიხია უკან და რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ გადაგვაგდო უკვე მერამდენედ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამით უნდა მივხვდეთ, რომ რაღაცას გვატყუებენ.
მეორეც - დასავლეთი გვეუბნება, რომ ამ კანონს თუ მიიღებთ, სამომავლო ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშააო. ესენი ახლა აქეთ გვიმტკიცებენ, რომ ეს კანონი რუსული კი არა, ევროპულიაო.
ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები და თან ძალიან მარტივი: რუსეთი თუ დასავლეთი? მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ევროპა გვინდა. ღრმად მწამს და მჯერა, რომ კიდევ ერთხელ მოვიგებთ ამ ბრძოლას და კიდევ არაერთხელ. მარტივია - ყველაფერს უნდა შევეწინააღმდეგოთ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ მომავალს.
ამბობს მსახიობი გივიკო ბარათაშვილი TV პირველთან სატელეფონო საუბრისას.