ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით, ქალაქის პარალიზება იყო ერთ-ერთი მიმართულება ქუჩაში, ხან თსუ-სთან დაბანაკება. მე მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც დაზიანდნენ და ასევე, დაკავებულები არიან. ისინი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები. ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, უამრავი ადამიანი გარეთ გამოვიდა [..]
ხვალ და ზეგ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა სცენარით, რომლის ნაწილიც ჩვენ აქ ვთქვით, როგორიცაა მანქანითა და ფეხით მსვლელობა, მთელს მსოფლიოს და ერთმანეთს ვუთხრათ, რომ ეს არ არის ჩვენი მთავრობა [..]
წინააღმდეგობის მოძრაობის შემდეგი ნაბიჯები იქნება ცნობილი, როგორც აქამდე ვმოქმედებდით. ერთის მხრივ, პერიოდული ხალხმრავლობა, მეორეს მხრივ, მოულოდნელობა, მესამე, პოლიციის დაბნევა და შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები.
თქვა ფორმულასთან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.