logo
ENG


დარჩია: რუსეთი ქართველების ხელით გვებრძვის - გავერთიანდეთ და სწორ მხარეს დავდგეთ
თეა დარჩია
10 აპრ, 2024 14:01
დარჩია: რუსეთი ქართველების ხელით გვებრძვის - გავერთიანდეთ და სწორ მხარეს დავდგეთ
  • 453ნახვები

35 წელია, რაც 9 აპრილს, სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას ვიცავთ მახრჩობელა რუსეთისგან, რომელიც ხან მოგვიჭერს კისერში და ხან მოგვიშვებს, მაგრამ, მაინც შემოხვეულია საქართველოს სხეულზე და არ გვიშვებს… როდემდე?!?! მაშინ ყველაფერი ნათელი იყო: თავისუფლების მოყვარე, ქართველი ერი და მონსტრი, ამაზრზენი კომუნისტური რუსეთი…

ახლანდელი ბრძოლა კი კიდევ უფრო საშიში და სულისშემძვრელია, რადგან სახეშეცვლილი კომუნისტური რუსეთი ჩვენივე მემამულეების, ქართველების ხელით გვებრძვის, ერთმანეთს გვაძულებს და გვახოცინებს, ნუ გავახარებთ მტერს!!!

გთხოვთ, გემუდარებით გონს მოეგეთ. დრო აღარ გვაქვს!!! გავერთიანდეთ და სწორ მხარეს დავდგეთ ერთად, ერთი საქმისთვის, საქართველოს საბოლოოდ გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის. აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, 9 აპრილისთვის, მომავლისთვის, შვილები და შვილიშვილებისთვის‼️‼️‼️

წერს Facebook-ზე მოცეკვავე თეა დარჩია და პროევროპული მარშიდან ვიდეოს აქვეყნებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა