logo
ENG


სუხიშვილი: საბჭოთაზე არანაკლებ საშინელია ეს რეჟიმი, ვშორდებით თავისუფლების პერსპექტივას
  • 535ნახვები

საერთოდ, არ მესმის, ნუთუ არ არის ისეთი კანონები, რომლებიც პირიქით, დაგვაახლოებს ამ [ევროპულ] პერსპექტივასთან, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, დასავლეთის თვალით, ჩვენ ახლა გვიყურებენ, რომ ყველანაირ ღონეს ვიყენებთ, რომ ხაზი გადავუსვათ ამ პერსპექტივას და არ მგონია, ეს ლამაზად ჩანდეს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე ვდგავართ, გვიმეორდება 9 აპრილი. ვერ გამოვედით, ვერ გამოვძვერით აქედან და იმ საბჭოთა რეჟიმიდან მოყოლებით, ამდენი თაობა და დღევანდელი რეჟიმი, რომელიც თავისი ფორმატით არანაკლებ საშინელია. ვშორდებით თავისუფლების პერსპექტივას, ეს მართლა არ მესმის. მე იმედი მაქვს, სამყარო გვიყურებს, როგორც ჩვენი ხალხის ნებას და ამის იმედი მაინც მაქვს.

განაცხადა ანსამბლ სუხიშვილების სამხატვრო ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა ტვ პირველის ეთერში ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა