logo
ENG


ბეშიტაიშვილი რუსულ კანონზე: როგორც აქამდე ვპასუხობდით ყველა ნაძირალას, ამის იმედი მაქვს
  • 376ნახვები

რუსულ კანონთან დამოკიდებულება ის მაქვს, რომ 12 წელია ამათ ვუყურებ, მანამდე კიდევ ამათზე უარეს გარეწრებს ვუყურებდი და ვხედავ, რომ გაუვიდათ საყდრისი, გაუვიდათ ერთი, გაუვიდათ მეორე, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები აღარ გვაქვს, დემოკრატია მოკლეს. მაგ დროს როგორ არ გამოვედით გარეთ, ეგეც ცოტა გაუგებარია ჩემთვის და აქ უკვე ძალიან ახლოს მოვიდნენ, სახლში შემოვიდნენ ფაქტობრივად. ამის წინააღმდეგ ამოვიღე ხმა, ეს იყო და ეს.

როგორც პუტინს გაუხარდება, ისე ვცხოვრობთ 12 წელია... ფარცხალაძე, FSB-ს ნომენკლატურა, გვყავს გენპროკურორად, აგერ მეორე რუსი აღმოჩნდა თურმე, კიდევ რამდენი არ ვიცით... როგორც აქამდე ვპასუხობდით ყველა ნაძირალას, რომლებიც გაგვიშვია და მოვრევივართ, ამის იმედი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ნაძირალების მეტს არაფერს არ ვუყურებთ, საბოლოო ჯამში, ვუგრეხთ კისერს და მოვუგრეხთ კისერს ამასაც.

მინდოდა პროტესტი გამომეთქვა. ამ დროს სპექტაკლი მქონდა და ვაგროვე, ვაგროვე... იყო მომენტები, როდესაც საერთოდ ვერ ვფიქრობდი სპექტაკლზე და ეტყობა ამან ამოხეთქა ბოლოს და ბოდიში მინდა მოვუხადო დასს, რომ მათ გაუფრთხილებლად მოხდა ეს ყველაფერი.

[ტექსტი] მომზადებულიც არ მქონდა, ბევრი არაფერი მახსოვს. [...]

თუ ერთმა ადამიანმა მაინც, რომელიც ორჭოფობდა და აქეთკენ გამოიხედა და ამას მივაღწიე, ჩავთვლი, რომ ფუჭად არ ყოფილა.

თქვა მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა ფორმულასთან საუბრისას. "არა რუსულ კანონს" - ასე დაასრულა 9 აპრილს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში ერთ-ერთი სპექტაკლი მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა