logo
ENG


კულუმბეგოვი: ყველაფერი, რაც ქვეყანაში კეთდება, ევროპისკენ სვლას უნდა ემსახურებოდეს
  • 641ნახვები

ნებისმიერ კანონს, რომელიც შეიძლება იყოს წინსვლის შემაფერხებელი ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მიღწევისკენ, როგორიც არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რასაკვირველია, ვერ მივესალმები. რაც არ უნდა კარგი მიზნები ჰქონდეს მას, რაც არ უნდა გამჭვირვალობას ემსახურებოდეს. ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდია, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს არ არის ის კანონი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, პირიქით, ხელს შეგიშლით ქვეყნის წინსვლაში. ბევრი წლის განმავლობაში ამ ხალხს და ამ ქვეყნებს, ვგულისხმობ დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობას, ჩვენთვის  კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ.

ამიტომ, თუ ჩემს აზრს აქვს ვინმესთვის მნიშვნელობა, ვეტყოდი: ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში კეთდება და ხორციელდება, უნდა იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული მიზნებისკენ და ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისიის შესრულებისკენ, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. სხვა არჩევანი უბრალოდ არის რუსული სამყარო, რაც არავის უნდა - არც ახალგაზრდობას და არც რომელიმე თაობის წარმომადგენელს. ნებისმიერი რამ, რაც დაგვაშორებს ამ ჩვენს სანუკვარ მიზანს და დაგვაახლოებს მტერთან, ბუნებრივია, რომ ჩემთვის მოსაწონი ვერ იქნება. 

 

ამბობს ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Netgazet-თან რუსულ კანონზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა