logo
ENG


გრიგორიადისის დედა: ბრძოლას ვაგრძელებთ - ვფიქრობ [პრეზიდენტი] ლაზარეს შეიწყალებს
  • 267ნახვები

ლაზარე არის უდანაშაულო. ქალბატონმა სალომემ იცის ეს ამბავი - მას გადაეცა ლაზარეს მასალები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იგი შეიწყალებს ლაზარეს. მოსამართლემ რა თქმა უნდა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება ობიექტურად. მოსამართლეს რასაც უბრძანებენ იმას გაგვიჟღერებს. ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსასმენად მაინც რთული იყო. უფრო ვღელავდი იმაზე, თუ როგორ აიტანდა ლაზარე ამას. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ლაზარეს გვერდში დავუდგეთ და ის მალე ჩვენს გვერდით იყოს. ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე.

 

განაცხადა მარტის აქციების საქმეზე მსჯავრდებულმა, ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა ქალანდაძემ ფორმულასთან საუბარში. 

გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. მას დღეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  

 



ასევე ნახეთ
close დახურვა