logo
ENG


კობახიძე: კონტრარგუმენტები ვერ იარსებებს - კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება
  • 352ნახვები

ჩემი პასუხი იყო დაფუძნებული სიმართლეზე. ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი, კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს, რატომ - იმიტომ რომ ერთადერთ რამეს ითვალისწინებს ეს კანონი, ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. [...] კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან კონკრეტულად, რა არ მოსწონთ ამ კანონში. თუ გვეტყვიან, კი ბატონო, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე, ვერცერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება მიღებული კანონი. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა