logo
ENG


ნაუსედა: ქართულმა ოცნებამ მოსახლეობის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას
  • 96ნახვები

მე მთელი გულით საქართველოს მეგობარი ვარ, მაგრამ რასაც ახლა იქ ვხედავ, ნამდვილად გულდასაწყვეტია. შეიძლება ვიმსჯელოთ არჩევნების შედეგებზე, ალბათ, ვიპოვით ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ ეს იყო ყალბი არჩევნები, რომ მისი შედეგები არ უნდა ვაღიაროთ, იქნება მეორე მხარე, რომელიც საპირისპიროს იტყვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი შემდეგი რამ არის - მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას. ამიტომ, ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას.

თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა