თქვენ შეგიძლიათ მკაცრი სიტყვების მოლოდინი გქონდეთ ევროპარლამენტისგან. უკვე ნახეთ ჩვენი რეზოლუცია არჩევნების შესახებ, სადაც გამოვთქვით შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც ჩატარდა არჩევნები, ასევე შედეგებთან დაკავშირებითაც. ჩვენი მოწოდება საქართველოს მიმართ არის ის, რომ მათ არ მიატოვონ ევროპული გზა. ევროპული საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას უკვე წლებია ვიღებ და მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ დომინირებს მოსაზრება, რომ ჩვენ კარს არ დავუხურავთ იმ ადამიანებს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად ხედავს და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს კვლავ აგრძელებს ქუჩებში დგომას ევროკავშირის დროშებით ხელში. ჩვენ ისინი არ უნდა მივატოვოთ.
თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.