logo
ENG


ჯაფარიძე ლაზარეზე: ის, რომ ეს ადამიანი, სავარაუდოდ, ხვალ საღამოს გამოვა, უმაგრესი ამბავია
  • 202ნახვები

არავის არ სჯეროდა, რომ ლაზარეს მოუწევდა 9 წლის ციხეში გატარება, გამორიცხული მეგონა ეგ ამბავი, მაგრამ ის, რომ ზურაბიშვილმა დღესვე მიიღო გადაწყვეტილება და ეს ადამიანი, სავარაუდოდ, ხვალ საღამომდე გამოვა, არის უმაგრესი ამბავი.

ლაზარესთვის დღეს დილით, რაც სასამართლომ მიუსაჯა, ეგ იყო პირდაპირი გზავნილი ნებისმიერი ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც შარშან მარტში, ქუჩაში იბრძოლეს, რომ შენ თუ იბრძვი ამ ქვეყნის მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, რაც არის დასავლური სამყაროს ღირებულებები, შენ შეიძლება დაამთავრო ციხეში და ცხოვრების მთელი ახალგაზრდობა, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარო ციხეში, ისე, როგორც ეს ხდება რუსეთში - ეს იყო გზავნილი, რომელიც დილით გვითხრა ქართული ოცნების და ივანიშვილის მოსამართლემ და ის, რომ დღეს საღამო დასრულდა ასე, არის ფანტასტიური ამბავი.

განაცხადა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ფორმულასთან საუბრისას.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა