ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არა, სხვა კონკრეტული მიმართულებიდან მოდის. გასაგებია, რატომ დგას ამდენი ხალხი "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არ არის მიმართული ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას ააცილოს.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება.
ამ წუთებში პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს.