logo
ENG


მდინარაძე: ნაცვლიშვილმა ხალხთან ჩადიო - რომ ჩავიდე, შევაკვდე იდეას, მერე რას შვრებით?
  • 515ნახვები

თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია რომ იყოს, არ ვიზამდი ამას, ახლა წამოდი აქციაზეო რომ მეუბნებით, ასეთ რისკზე მე თქვენ არ შეგაგდებდით. 10-20 პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება 1000-2000 ან 10 000 ადამიანში და მერე რამხელა ესკალაციას გამოიწვევს. ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. როგორ შეიძლება ეს? არ ვუთხრათ ერთმანეთს.

იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს მერე რას გამოიწვევს? კარგი, მე თავი რომ გადავდო და შევაკვდე რაღაც იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში ჩემი რწმენით და არგუმენტებით, ქართულია, მერე რას შვრებით? ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?

ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას პარლამენტში.



ასევე ნახეთ
close დახურვა