logo
ENG


ფეზუაშვილი: არ მოდუნდეთ, ჩვენი ჯერია - მოვაშოროთ ქოცები, პუტინის მონები და ორჯონიკიძეები
  • 280ნახვები

სანამ საკუთარი მოქალაქეების დასაგლეჯად და მიწასთან გასასწორებლად ცერბერებს დაგეშავენ, იქამდე ასეთ ტექსტს გვასმენინებენ - "გთხოვთ მოარიდოთ წესრიგის დაცვის ადგილს: ქალები, ბავშვები და მოხუცები" ამ მზრუნველობამ არ მოგატყუოთ.

ამათმა უკვე დაგლიჯეს და მიწასთან გაასწორეს ქალები, როდესაც ქალებზე დადასტურებულად მოძალადეებს სამთავრობო კონცერტებზე ამღერებენ, ქალის შევიწროებაში ბრალდებულს პროპაგანდისტული ტელევიზია ჩააბარეს, კვოტირება გააუქმეს.

ესენი არც ბავშვებს ინდობენ. ამ ქვეყნის მოსწავლეების 35% სკოლაში ყოველთვის მშიერია. ყოველი მეხუთე ბავშვის მინიმალური საარსებო მოთხოვნები დაუკმაყოფილებელია.

ეს მ ო ნ ე ბ ი კი ცოცხალი თავით არ იწყებენ სკოლაში უფასო კვების პროგრამას! რატომ? იმიტომ რომ რუსეთს არ დაუვალებია!

ამათმა მოხუცებსაც გადაუარეს! მიწასთან გაასწორეს, საპენსიო სესხებით და ოვერდრაფტებით, ფარმაცევტული მაფიით, სამარცხვინო პენსიით და სასიცოცხლო პროდუქტებზე ფასების მუდმივი მატებით.

ასე რომ არ მოტყუვდე და არ მოდუნდეთ, ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ უნდა მოვაშოროთ წესრიგის დაცვის ადგილს ქოცები, პუტინის მონები და სერგო ორჯონიკიძეები.

წერს მწერალი ივა ფეზუაშვილი რუსულ კანონთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა