logo
ENG


ნაცვლიშვილი ოცნებას: რუსული სპეცოპერაციით იცავდით რუსულ კანონს - ვერ გასცემთ პასუხს შვილებს
  • 306ნახვები

თქვენ ემსახურებით რუსეთს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არგუმენტებს რომ ითხოვთ, ვნახეთ თქვენი არგუმენტები გუშინ - ძალადობა და მუშტია თქვენი არგუმენტები. დემოკრატიულ კანონებს არ სჭირდება ძალადობა, დემოკრატიული კანონების მისაღებად სპეცრაზმს არ უქსევენ ახალგაზრდებს. თქვენ გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს, ვერ გადაურჩებით. თქვენ გაქვთ იმედი სასამართლო კლანის, რომელიც სწორედ იმიტომ გყავთ სასამართლოში, რომ გაექცეთ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეთ და კი, გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ, მაგრამ თქვენ გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი სამსჯავრო,, რომელსაც ვერ გადაურჩებით - თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ამ ღალატისთვის, ქართველი ხალხის ღალატისთვის. ვერ გასცემთ პასუხს შვილებს.

ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყანას, ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, მათ შორის დავიცავთ თქვენი შვილებისთვის და ყველას შვილებისთვის იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არ გახდება რუსეთი, რამდენიც არ უნდა ეცადოთ. არა რუსულ კანონს! არა საქართველოს გასაბჭოებას! ვერ მოესწრებით ამას...

რუსული სპეცოპერაციით იცავდით რუსულ კანონს. ეს არის საქართველოს შეურაცხყოფა, ეს არის საქართველოს პოლიციის, სპეცრაზმის და თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფა, როცა მთელი ქვეყანა გეუბნებათ არას, როცა საქართველოს ყველა მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი გაფრთხილებთ, რომ ეს კანონი ამ ქვეყანას დააშორებს ჩვენი ერის სანუკვარ ოცნებას, რომელთანაც ასე ახლოს ვართ და თქვენ გინდათ გაანიავოთ და ძალადობით წაიღოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა. ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ კანონის ძალით გააკეთოთ ის, რისი გაკეთების სურვილიც დიდი ხანია გაქვთ. თქვენ გინდათ ეს ქვეყანა დახლიჩოთ ძმა ძმას, მეგობარი მეგობარს, და დას და მეზობელი მეზობელს დაუპირისპიროთ და ერთმანეთზე აგენტის სახელი აძახებინოთ.

ქვეყნის საქმის კეთებას ძალადობა არ სჭირდება. როგორ ბედავთ, რა მორალური უფლებით ბედავს თქვე მართლა რუსეთის აგენტებო, რომ ამ ქვეყნის პატრიოტები, რომლებიც წლების ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ღირსებას იცავენ, როგორ ბედავთ აგენტებად გამოაცხადოთ?

ლელოს წევრის ანა ნაცვლიშვილის მიმართვა ქართულ ოცნებას.



ასევე ნახეთ
close დახურვა