logo
ENG


გაჩეჩილაძე: მწამს, ყველა ჩვენგანს სურს ნათელი, ევროპული მომავალი - ჩვენ გავიმარჯვებთ
  • 459ნახვები

მეგობრებო! ალბათ ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ ხვდებოდეს საიდან მოდის ამ ეგრედწოდებული "გამჭვირვალობის კანონის" მიღების იდეა, ან თუ გინდ ბრძანება. ამ კანონის მიღების იდეა მოდის რუსეთიდან, რადგან რუსეთს არ სურს ჩვენი ევროპასთან შეერთება და ცდილობს მაქსიმალურად დაგვაშოროს მას.

მე ვფიქრობ, რომ რუსული კანონის მიღება ყველა იმ ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფაა, ვინც 9 აპრილს დაიღუპა, ვინც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაიღუპა, ვინც 2008 წლის ომში დაიღუპა და ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც წლების მანძილზე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად.

მე ღრმად მწამს, რომ არცერთ პროგრესულად მოაზროვნე ქართველს არ სურს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება და ყველა ჩვენგანს სურს ნათელი, ევროპული მომავალი.

ამიტომ ყველამ ერთად ვუთხრათ კი - ევროპას და არა რუსულ კანონს! #კიევროპას #არარუსულკანონს #ჩვენგავიმარჯვებთ

წერს მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე რუსულ კანონზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა