logo
ENG


ჰერჩინსკი: ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს EU-სთან დაახლოებას
  • 511ნახვები

როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება საქართველოში. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, მიღების შემთხვევაში ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.

[...] მე უცხოელი დიპლომატი ვარ. ჩემი როლი არ არის საქართველოს მთავრობისთვის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიისთვის საქართველოში რჩევის მიცემა. ქართველების გადასაწყვეტია, რა მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩემი როლია, წარმოვადგინო, რა მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობას, რა სარგებელს მოუტანს ეს ქართველ ხალხს და ასევე, წარმოვადგინო აქ, საქართველოში მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილების შედეგები. თუმცა გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული საქართველოში ქართველების მიერ, არა უცხოელების მონაწილეობით. ვფიქრობ, ქართველი ხალხის მრავალი თაობა იბრძოდა ამისთვის, რომ ყოფილიყვნენ სრულად თავისუფლები და გადაწყვეტილებები მიეღოთ თავიანთი მომავლის შესახებ თავად და არა - "სხვებს". 

 

საზოგადობრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რუსულ კანონთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა