logo
ENG


კლეიტონი: რაც შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, შეშფოთების საგანი იქნება
  • 335ნახვები

ჩემმა კოლეგებმა ევროკავშირიდან ძალიან მკაფიო პოზიცია გამოხატეს ამ კანონის გავლენაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

რაც შეეხება ბრიტანეთს, ჩვენ ძალიან მტკიცეთ ვუჭერთ მხარს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს მთელ მსოფლიოში. მტკიცეთ გვჯერა, რომ ცოცხალი, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი თანამედროვე დემოკრატიის გადამწყვეტი კომპონენტია. ასე რომ ნებისმიერი რამ, რაც შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, ჩვენი შეშფოთების საგანი იქნება.

ბრიტანეთი საქართველოს უახლოეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორისაა და მხარს უჭერს თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი არჩევანის გაკეთებას ნიშნავს და ჩემი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მიუხედავად, გარკვევით ვიტყვი, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას.

ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა, რაც მინახავს, ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს, იყოს ევროკავშირსა და NATO-ში. ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკის მიზანი ევროკავშირისა და NATO-ს წევრობაა და თქვენი კონსტიტუციაც ამას ამბობს. ასე, რომ ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი, ამიტომ საქართველოს გადასაწყვეტია და ამ გზაზე ბრიტანეთი მასთან ერთად იქნება.

თქვა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლიტონმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა