logo
ENG


გომელაური ელისაშვილზე: ვწუხვარ, რომ ეს მოხდა - გამოძიება დაწყებულია
  • 261ნახვები

ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, თუმცა, გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო - ან ასე იყო, ისე იყო, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა თუ ვინ გადაამეტა. გამოძიება დაწყებულია. მერე მიკერძოებაში რომ არ ჩამითვალოთ, ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზეო, სასამართლოზეო და ა.შ. - დაველოდოთ. კადრებში კარგად ჩანს თუ რა ხდებოდა რეალურად. გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი, ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო.

თქვა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ელისაშვილის დაკავებასა და მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა