ტიპიური ქცევა ხელისუფლების, რომელსაც ცოტა დრო აქვს დარჩენილი ხელისუფლებაში. ნანახი გვაქვს მსგავსი ტიპის აქციები წინა ხელისუფლების ბოლო დღეების დროს და იმის წინა ხელისუფლების ბოლო დღეების დროსაც. ამიტომ, ახალი ამაში არაფერი არ არის. ნანახი გვაქვს ეს და გავლილი გვაქვს. ბოლოში, როცა სხვა არაფერი აღარ დარჩათ და აღარც დეზინფორმაცია მუშაობს და აღარც არაფერი, ცდილობენ მიტინგებით დაუპირისპირდნენ საკუთარ მოსახლეობას. მაგას აკეთებენ ახლა ესენი [ქართული ოცნება].
გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება.