logo
ENG


კობახიძე: როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი
  • 425ნახვები

ცოტა ხნის წინ, ადამიანებს, ვინც დღეს არის თბილისის დინამოს ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა, ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ, მაგრამ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს.

ეს ადამიანები, თბილისის დინამოს სახელით, სპორტული კლუბის სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც, თბილისის დინამოს სახელით, რა შუაშია თბილისის დინამო, გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი სწორედ კლუბის სახელით. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე და დინამო თბილისის განცხადებას გამოეხმაურა რუსულ კანონთან დაკავშირებით.

დინამო თბილისი აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მიიჩნევს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.



ასევე ნახეთ
close დახურვა