logo
ENG


იუკნევიჩიანე: საქართველოს მთავრობა უფრო მეტად ემსგავსება კრემლის მარიონეტს
  • 423ნახვები

მაქვს სამი გზავნილი, პირველი ქართველებისთვის და საქართველოსთვის -  საჭიროა დებინიზაციის შესახებ კანონი და არა რუსული კანონი აგენტების შესახებ, თუ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს დაეხმარება ქვეყანას კრემლის აგენტებისგან გაწმენდაში. მხარს ვუჭერ დემონსტრანტებს, რომლებიც აპროტესტებენ ამ კანონს, რადგან ეს არის გზა რუსეთისკენ და არა ევროკავშირისკენ. ოპოზიციას და მთელს ქართულ საზოგადოებას აქვს მკაფიო ევროპული მისწრაფება.

თქვენ უნდა გააერთიანოთ თქვენი ძალისხმევა. ეს არის ნამდვილად ეგზისტენციალური მომენტი საქართველოსთვის, თქვენი რეგიონისთვის და ჩვენთვისაც. ქართველებზე მეტად ვერავინ იქნება უფრო მეტად ქართველი. ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოს მთავრობა უფრო მეტად ემსგავსება კრემლის მარიონეტს. არ მეშინია ამ სიტყვების გამოყენების რადგან ისტორიული მომენტია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც და მკაფიოდ და ღიად უნდა უნდა გამოვხატოთ საკუთარი შეხედულებები.

ამის შესახებ იუკნევიჩიენემ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან და პარტია ახალის ერთ-ერთ ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან გამართული ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა