logo
ENG


ხაბეიშვილი რეზოლუციაზე: ივანიშვილი იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს მძიმე ნაბიჯები გადადგან
  • 187ნახვები

უკიდურესად მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის. განცხადებების შემდეგ უკვე ოფიციალურად 480 - დან 425 ევროპარლამენტარის გადაწყვეტილებით რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს ... უკიდურესად მძიმე და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის ... ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან...

ეს ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შეცვლას - ევროპული კურსიდან გადახვევა, უკიდურეს გაჭირვებას და უმძიმეს რეალობას საქართველოსთვის. რეზოლუციაში მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უზრუნველყოფა მინიმალურად ობიექტური საარჩევნო გარემოსი სადაც ხალხი გადაწყვეტს მისი ქვეყნის ბედს და არა ივანიშვილი.

წერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სანამ რუსული კანონი დღის წესრიგშია, უნდა გაიყინოს EU-სთან მოლაპარაკებები, შესაძლოა გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა და დასანქცირდეს ივანიშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა