logo
ENG


მალაშხია: გათენდება და პარლამენტთან წავალ - მივმართავ საჯარო მოხელეებს, შემომიერთდით
  • 446ნახვები

მე, საჯარო მოხელემ, ნანა მალაშხიამ, დავდე ფიცი საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების დღეს, მოვაწერე ხელი და ინახება ჩემს პირად საქმეში.

ვასრულებ ფიცს, "შეგნებული მაქვს რა საჯარო სამსახურში ჩემზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე სახელმწიფოს ინტერესებსა და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი".

ახლა 04.30-ია, სახლში ვარ. მალე გათენდება და მივდივარ პირდაპირ პარლამენტთან და დავდგები ხალხთან ერთად ჩემი ქვეყნის კონსტიტუციის დასაცავად, ჩემი ქვეყნის ისტორიული არჩევანის, ჩემი ქვეყნის მომავლის დასაცავად. იქ, სადაც საჯარო მოხელეები უნდა იდგნენ პირველ რიგებში. მივმართავ საჯარო მოხელეებს, შემომიერთდით.

არა რუსულ კანონს! კი ევროპას!

წერს ნანა მალაშხია Facebook-ზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა