logo
ENG


კალაძე: მადლობა პოლიციას, გომელაურს წესრიგის აღდგენისთვის
კახა კალაძე
01 მაი, 2024 11:27
კალაძე: მადლობა პოლიციას, გომელაურს წესრიგის აღდგენისთვის
  • 389ნახვები

ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე. ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრი და პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველანაირი ფორმით მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში.

გუშინ ყველამ ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, აგრესიულ თავდასხმას ახორციელებდნენ პოლიციელებზე. ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები, ქვების და ბოთლების სროლა. დაზიანებულია მუნიციპალური ქონება.

არაერთი მოწოდების და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ რაც აქცია მშვიდობიან ფარგლებს გასცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით სამართალდამცავებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მინდა გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრის და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე. გუშინ ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია - გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. პოლიციამ იძალადა მოქალაქეებზე. შსს-ს ცნობით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი.



ასევე ნახეთ
close დახურვა