logo
ENG


კალაძე: ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, მაგრამ...
კახა კალაძე
09 მაი, 2024 11:21
კალაძე: ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, მაგრამ...
  • 591ნახვები

ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა, როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური. როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ბულინგი, მაგრამ აქ ნახეთ რა მდგომარეობაა - თქვენ, როდესაც მაგალითისთვის მომყავს, იმედის ჟურნალისტს, პოსტვის ჟურნალისტს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ დააბულინგონ, წაახალისონ ძალადობა, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა, ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე გვიან ღამით თავდასხმასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა