logo
ENG


ლექსმანი: კიდევ რაა საჭირო, რომ ივანიშვილი დემოკრატიის განადგურებისთვის დაასანქციროთ
  • 415ნახვები

ძვირფასო ჯოზეფ ბორელო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტო [შარლ მიშელ], კიდევ რა არის საჭირო, რათა ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურებისთვის საბოლოოდ დაანაქციროთ, ევროკავშირის დაფინანსება გაუყინოთ და წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა შეწყვიტოთ? დადგა დრო გადავარჩინოთ ქართული დემოკრატია და მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს

 

წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი X-ზე.

ამ განცხადებით ევროპარლამენტარი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქართული ოცნება "მონაცემთა ბაზას" შექმნის, სადაც იმ პირებს შეიყვანს, რომლებიც მმართველი პარტიის აზრით ძალადობაში ან მის მოწონებაში იქნებიან მხილებულნი.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა