logo
ENG


თსუ-ის ლექტორი: ვდგავარ იქ, სადაც ჩემი სტუდენტები აპროტესტებენ მეორედ შემოტანილ რუსულ კანონს
  • 352ნახვები

დღეს თსუ-ის სტუდენტებმა გაავრცელეს მიმართვა, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო და ვთქვა, რომ მე, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში EU/ევროკავშირის მიერ დაარსებული IES - ევროპული კვლევების ინსტიტუტის (Institute for European Studies) დირექტორი, ასევე, თსუ-ში ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და აკადემიური კოორდინატორი ვაცხადებ, რომ პირველი დღიდან იქ ვდგავარ, სადაც ჩემი სტუდენტები, მათზე განხორციელებული ორგანიზებული ძალადობის მიუხედავად, აპროტესტებენ მთავრობის მიერ უკვე მეორედ შემოტანილ რუსულ კანონს და საქართველოს მიერ ევროპული კურსიდან გადახვევის დამღუპველ მცდელობას. #არარუსულკანონს! #კიევროპას!

წერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ნინო ლაპიაშვილი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა